პრემენსტრუალური სინდრომი

პრემენსტრუალური სინდრომი
რთული პათოლოგიური სიმპტომოკომპლექსია, რომელიც მენსტრუაციის წინა დღეებში ვითარდება და ვლინდება ნერვულ-ფსიქიკური, ვეგატატიურ-სისხლძარღვოვანი, ენდოკრინულ-ნივთიერებათა ცვლის დარღვევებით. პმს განვითარების ძირითად მიზეზად R. Frank-ი (რომელმაც პირველად აღწერა ეს სინდრომი 1931 წელს) მიიჩნევდა სისხლში მოცირკულირე ესტროგენების რაოდენობის მომატებას, რის შედეგადაც ვითარდება ნერვულ-ფსიქიკური დარღვევები და ქსოვილების შეშუპება. პრემენსტრუალური სინდრომის ნიშნები ვლინდება მენსტრუაციის დაწყებამდე 2-14 დღით ადრე და ქრება მის დაწყებასთან ერთად.პრემენსტრუალური სინდრომი მოიცავს მრავალ, სხვადასხვა ხასიათის სიმპტომს. ყველაზე დამახასიათებელია: ნერვულ-ფსიქიკური (გაღიზიანებადობა, დეპრესია, ცრემლიანობა, აგრესიულობა); ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის რევის შეგრძნება, ღებინება, ტკივილი გულის არეში, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მერყეობის ტენდენცია); ენდოკრინულ-ნივთიერებათა ცვლის (სარძევე ჯირკვლების გამკვრივება და შეშუპება, მეტეორიზმი, კანის ქავილი, ქოშინი, წყურვილის შეგრძნება, სხეულის ტემპერატურის მომატება, მეხსიერების და მხედველობის დაქვეითება) დარღვევები. გამოვლენილი სიმპტომების ხასიათის, ხანგრძლივობისა და ინტენსივობის მიხედვით პმს იყოფა მსუბუქ და მძიმე ფორმებად. მსუბუქი ფორმის შემთხვევაში გამოხატულია 3-4 სიმპტომი (მენსტრუაციამდე 2-10 დღით ადრე), ხოლო მძიმე ფორმის დროს აღინიშნება 5-12 სიმპტომი (მენსტრუაციამდე 3-14 დღით ადრე). პმს განვითარების თეორიებისა და კლინიკური გამოვლინებებისსიმრავლის გამო, მკურნალობისათვის მრავალფეროვანი საშუალებები გამოიყენება. E. Henriksen-მა (1962) მკურნალობის დაახლოებით 50 სქემა შეისწავლა, მაგრამ ვერ მივიდა დასკვნამდე თუ რომელი მათგანია მისაღები პაციენტთა უმრავლესობისათვის. პმს მძიმე ფორმის დროს, ნაჩვენებია ჰორმონული თერაპია: პროგესტერონი 10 მგ დღეში მენსტრუაციის წინა ერთი კვირის განმავლობაში, ან 17-ოქსიპროგესტერონის პროპიონატი 12.5% - 1 მლ (125 მგ) კუნთებში ერთჯერადად მენსტრუალური ციკლისმე-19-20 დღიდან, ხოლო ანოვულატორული ციკლის შემთხვევაში – ბისეკურინი. ზოგიერთი ავტორი (Grume r., 1968; O’Brien et al., 1979) დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ აუცილებელია პარენტერალურად ესტროგენ-ჰესტაგენური პრეპარატების შეყვანა. ზომიერად გამოხატული პმს შემთხვევაში, თავის ტკივილის კუპირება შესაძლებელია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით (ნიმესილი, მოვალისი, ტექსამენი, ქსეფოკამი, კეტანოლი და სხვ.). მათი მიღება მიზანშეწონილია ცეფალგიის აღმოცენებამდე 2-3 დღით ადრე. პრემენსტრუალური სინდრომის მკურნალობის სხვა მეთოდები არასპეციფიურია და ემსახურება მდგო-მარეობის დროებით გაუმჯობესებას (ანტიდეპრესანტები, ტრანკვილიზა-ტორები). ამგვარად, პმს მკურნალობის მრავალრიცხოვანი სქემა ვერ წყვეტს პმს მკურნალობის პრობლემას, რის გამოც აქტუალურია მკურნალობის ახალი მეთოდების ძიება.
Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Полезное



Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»